რუსეთის დუმის სპიკერი - უკრაინის პრეზიდენტი რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭებით დასავლეთის შეკვეთას ასრულებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება - გამარტივებული წესით მისცეს უკრაინის მოქალაქეობა პირებს, რომლებიც რუსეთში დევნას განიცდიან - განპირობებულია არა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის სურვილით, არამედ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სურვილით პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება შეზღუდონ ან გააუქმონ.

რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, აშშ-მ უკრაინა გადააქცია სახელმწიფოდ, რომელიც საკუთარი სტაბილურობისა და განვითარების ხარჯზე რუსეთის საზღვრებთან პრობლემებისა და დაძაბულობის შექმნის კერა გახდა. ვოლოდინის განცხადებით, ვაშინგტონს და ლონდონს პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელები რუსეთიდან აღარ სჭირდებათ, რადგან მათი შენახვა ძვირი ჯდება, ხოლო „გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ადამიანები შეკვეთის შესრულებას წყვეტენ, თავისი ბატონების მიმართ იმედგაცრუება ეუფლებათ, უსიამოვნო განცხადებების კეთებას იწყებენ, ანუ მათთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა“. რუს პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ახლა ასეთ მთხოვნელებს უკრაინაში გააგზავნიან.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის თანახმადაც უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის გამარტივდება, რომლებმაც პოლიტიკური დევნა განიცადეს. ეს გამარტივება შეეხებათ იმ უცხოელებსაც, ან მოქალაქეობის არმქონე პირებსაც, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდნენ ან მსახურობენ, ან დონბასში სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდნენ. ზელენსკიმ ეს რუსეთის მოქმედებების პასუხად გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პასპორტების გაცემა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისთვის 24 აპრილს გაამარტივა. სულ რამდენიმე დღეში რუსეთის როსტოვის ოლქში განცხადებების მიღების ცენტრები გაიხსნა. მოგვიანებით კი ეს ბრძანება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ მოსახლეობაზე გაავრცელეს.

იხილეთ ვიდეო: რუსეთის დუმის სპიკერი - უკრაინის პრეზიდენტი რუსებისთვის მოქალაქეობის მინიჭებით დასავლეთის შეკვეთას ასრულებს

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ