მიმდინარე წელს ქვეწარმავლების ნაკბენით სამედიცინო დაწესებულებებს 24-მა ადამიანმა მიმართა

მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით ქვეწარმავლების ნაკბენით სამედიცინო დაწესებულებებს 24-მა ადამიანმა მიმართა, ხოლო 12 მათგანს სპეციფიური სამედიცინო მკურნალობის ჩატარება დასჭირდა.

„ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ქვეწარმავლების მიერ დაკბენილი ადამიანების მიმართვიანობის ყველაზე მეტი, 18 შემთხვევა ქვემო ქართლში ფიქსირდება.

კონკრეტულად, აჭარის რეგიონში ქვეწარმავალთა დაკბენის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებს 1-მა ადამიანმა მიმართა, რა შემთხვევაშიც სპეციფიური სამედიცინო მკურნალობა არ ჩატარებულა. გურიასა და კახეთშიც ასეთი 1 ფაქტი დაფიქსირდა, რა დროსაც საჭირო გახდა სპეციფიური სამედიცინო მკურნალობა, დაიხარჯა 1 სპეციფიური სამედიცინო პრეპარატი. შიდა ქართლში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელოში, ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ქვეწარმავლების მიერ დაკბენის გამო სამედიცინო დაწესებულებებისთვის არავის მიუმართავს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ქვეწარმავლების მიერ დაკბენის 3 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან ორ შემთხვევაში საჭირო გახდა სპეციფიური სამედიცინო მკურნალობის ჩატარება, ამასთან, დაიხარჯა 3 სპეციფიური სამედიცინო პრეპარატი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს