ლევან იზორია - ქედს ვიხრი იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს

ქედს ვიხრი იმ მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„27 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. ეს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად გამოწვეული კონფლიქტი, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. ქედს ვიხრი მეომრების წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის თავი გასწირეს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ურყევი პრინციპი და მის განხორციელებას, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, საბოლოო მიზნის მიღწევამდე გავაგრძელებთ, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,"- განაცხადა ლევან იზორიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო