პრემიერი - ბაკურიანში ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს, რაც ნიშნავს მეტ ტურისტს და მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის

ბაკურიანში ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს. აღნიშნილი ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეტ სამუშაო ადგილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მთის და ზამთრის კურორტების განვითარებაა.

„როგორც რიგითი ქართველი, ძალიან ამაყი ვარ, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატს. ეს არის დიდი გამარჯვება და პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის. მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქარველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა. აუცილებელია ჩვენ გავზარდოთ ცნობადობა და ძალიან მიხარია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში შევძელით და ორჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის მთის და ზამთრის კურორტები არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები იმისთვის, რომ ჩვენი კურორტები მართლაც იყოს უმაღლესი ხარისხის. სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ჩვენ დავისახეთ და დღეს მოეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს ხელი. ამ ულამაზეს ადგილას ჩვენ ავაშენებთ ახალ, სამ საბაგიროს. კონტრაქტს ხელს ვაწერთ მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ამ ინდუსტრიაში. ესეც არის მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რადგან როცა ვსაუბრობთ კურორტების განვითარებაზე საქართველოში, აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და მხოლოდ მსგავსი რანგის და ხარისხის კომპანიებთან ვითანამშრომლებთ. აღნიშნილი ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს ბაკურიანში, ეს ნიშნავს მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეტ სამუშაო ადგილს“,- განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს