უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - გაცნობიერებული მაქვს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც სასამართლოს აკისრია

დემოკრატიული სახელმწიფო დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლოს გარეშე წარმოუდგენელია და მოსამართლეებიც უნდა აკმაყოფილებდნენ იმ აუცილებელ კრიტერიუმებს, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარიშვილმა განაცხადა.

მან გასაუბრების დაწყებისას ისაუბრა საკუთარი მოტივაციის შესახებ.

„ჩემი გადაწყვეტილება, ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, განპირობებულია პირველ რიგში იმით, რომ გაცნობიერებული მაქვს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც აკისრია სასამართლოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის პროცესებში. წარმოუდგენელია დემოკრატიული სახელმწიფო დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლოს გარეშე. შესაბამისად, მოსამართლეებიც უნდა აკმაყოფილებდნენ იმ აუცილებელ კრიტერიუმებს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და მიმაჩნია, რომ ჩემი პროფესიული გამოცდილება მაძლევს საშუალებას, მოვსინჯო ძალები და მივიღო მონაწილეობა ამ კონკურსში", - განაცხადა ძიმისტარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა