შსს-მ მიმდინარე წელს  22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბოტექსი", "სუბოქსინი" და 3500 აბზე მეტი "ექსტაზი" ამოიღო

მიმდინარე წლის, 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი "სუბოტექსი" და "სუბოქსინი", 3500 აბზე მეტი "ექსტაზი". ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ასევე ამოღებულია: 9 კილოგრამამდე ფსიქოაქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“, - განაცხადა ჭელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს