ნათია თურნავა - გადავწყვიტეთ, ბაკურიანს ის ინფრასტრუქტურა დავუბრუნოთ, რაც 40-წელია განადგურებულია

გეგმაში გვაქვს ავაშენოთ ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონის ინფრასტრუქტურა, ყინულის დარბაზები, ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რაც ბაკურიანს გააჩნდა და 40-წელია განადგურებულია - გადავწყვიტეთ, ეს ინფრასტრუქტურა აღვადგინოთ და დავუბრუნოთ ბაკურიანს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში განაცხადა, სადაც “დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

“მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და პირველ რიგში, ბაკურიანსა და ბაკურიანელებს უდიდესი აღიარება, რაც ჩვენ მოვიპოვეთ. უახლოეს ხუთ-ექვს წელიწადში ბაკურიანი სულ მცირე ორი უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას უმასპინძლებს - ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში და ახალგაზრდული ოლომპიური ფესტივალი. ეს იქნება ძალიან კარგი წინაპირობა და განაცხადი, რომ გვქონდეს ამბიცია, ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

ერთის მხრივ, ეს არის იმ უდიდესი პოტენციალის აღიარება, რაც ჩვენს ზამთრის კურორტებს და კერძოდ, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს გააჩნია. მეორეს მხრივ, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით.

უახლოეს წლებში ბაკურიანში მთელი რიგი ინფრასტუქტურული პროექტები განხორციელდა - განახლდა კოხტა-მიტარბის ინფრასტრუქტურა. პირველად საქართველოში, დიდველზე ხელოვნული დათოვლიანების აგრეგატები დამონტაჟდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი და ამბიციური გეგმები, მათ შორის არის დღევანდელი პროექტი. დღეს საფუძველი ეყრება ახალ განვითარებას დიდველზე - ხუთ კილომეტრამდე სამი ახალი, საერთაშორისო დონის საბაგირო აშენდება. ეს ნიშნავს დაახლოებით 20-კილომეტრამდე ახალ სათხილამურო-სასრიალო ტრასებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა