იაპონიაში სიცხის გამო ერთ კვირაში 23 ადამიანი დაიღუპა, 12 700-ზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია

იაპონიის მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველოს მონაცემებით, სიცხის გამო, ქვეყანაში, 5-დან 11 აგვისტოს ჩათვლით სულ ცოტა 23 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 751 საავადმყოფოებში აღმოჩნდა.

ყველაზე მეტი დაშავებული დედაქალაქ ტოკიოშია (1460), შემდეგ მოდიან პრეფექტურები საიტამა (977) და ოსაკა (897).

იაპონიის ბევრ ქალაქში ტემპერატურა 39 გრადუსს ასცდა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში საავადმყოფოებში სიცხისგან დაშავებული 10 000-ზე მეტი ადამიანი ხვდება.

მეტეოროლოგების ცნობით, იაპონიაში მაღალი ტემპერატურა კიდევ სულ ცოტა ორი კვირა გაგრძელდება და ამიტომ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

იხილეთ ვიდეო: იაპონიაში ძლიერი სიცხის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა