სერგო რატიანი, გლდანის ციხეში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს ხვდება

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი, გლდანის ციხეში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მოსანახულებლად მივიდა.

რატიანის განცხადებით, დღეს ის და ელენე ხოშტარია მოინახულებენ პატიმრებს და გაარკვევენ, თუ როგორია მათი მდგომარეობა.

„დღეს მოვინახულებთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს. ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივად პილიტიკასთან არ არიან კავშირში და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ეს ადამიანები საჭიროებენ მონახულებას და იმის გაგებას, რამე პრობლემა ხომ არ აქვთ. ამიტომ შევდივართ მე და ელენე ხოშტარია. ნაწილს მე მოვინახულებ, ნაწილს ელენე და დღეს ყველას ვნახავთ. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც არ არიან ჩართული პოლიტიკაში, არ არიან აფილირებული არც ერთ პარტიასთან, აღმოჩნდნენ პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი და ჩვენი ვალია, რომ ეს ადამიანები მოვინახულოთ და ამ მდგომარებაში არ დავტოვოთ“, - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა