პრემიერი „ტვ პირველზე“ - კიბერდანაშაული 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის - როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება

კიბერდანაშაული, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა გახდა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა მივიღოთ სრულფასოვანი სურათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვ პირველზე" განხორციელებულ შესაძლო კიბერშეტევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შსს-ს ექსპერტები აღნიშნული საკითხის გამოძიებაზე მუშაობენ. ამასთან, მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გამოყენება.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშაულთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და "ტვ პირველზე" შესაძლო კიბერშეტევა არის მედიაზე ზეწოლა, მამუკა ბახტაძე სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს