მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ომზე - ეს ძმათა მკვლელი ომი იყო - ეს არის საერთო ტკივილი და გამოწვევები ერთობლივად უნდა დავძლიოთ

ჩვენ და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო - ჩვენ ეს ტკივილი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აფხაზეთში ომის დაწყების 27-წლისთავს გამოეხმაურა.

„დღეს არის 14 აგვისტო - უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ვცხოვრობთ საქართველოს ყველა მოქალაქე. რაც მე მინდა ვთქვა, ჩვენ და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ეს ტკივილი ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ.

ეს ძმათა მკვლელი ომი იყო. ეს არის საერთო ტკივილი და ეს გამოწვევები ერთობლივად უნდა დავძლით. დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას.

მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არა აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა