ნათია თურნავა - ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება, ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება

ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება.

„ამ დღეებში ვართ ჩვენ იმის მომსწრეები, რომ ლარის კურსი მყარდება. ეს ადასტურებს ჩვენს პროგნოზს და ბიზნესის პროგნოზსაც. ბიზნესმაც გააკეთა ეს შეფასება, რომ ლარის კურის იყო ზედმეტად გაუფასურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გამყარდება. ამ დღეებში გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, ექსპორტი ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი წყაროა. ჩვენ ამ თვალსაზრისით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. რასაკვირველია, ნეგატიურმა მოლოდინებმა თავისი დაღი დაასვა ლარის კურსს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც მოხდა ეს, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა მდგრადია, ჩვენ ეკონომიკური რეფორმებით ვამყარებთ ეკონომიკურ განვითარებას, ვთვლით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი ნეგატიური მოვლენები არ გვემუქრება“, - განაცხადა თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ეროვნული ბანკის ინტერვენციის აუცილებლობას ის ვერ ხედავს.

„ამ ეტაპზე მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეროვნული ბანკი, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო, ნებისმიერ დროს, როცა დაინახავენ აუცილებლობას, რომ ინტერვენცია განახორციელონ, მზად არიან ამისთვის და ეს დადასტურდა კიდეც ამ დღეებში, განახორციელეს ინტერვენცია. მაგრამ მთავარი, რაც ლარს უნდა ამყარებდეს, ეს არის ეკონომიკური განვითარება და არა ინტერვენცია“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო