ნინო ბურჯანაძე დევნილებს - ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით  აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას, ჩვენ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება!

თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად, ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს აფხაზეთში, თქვენს მიწაზე თქვენს დაბრუნებას. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ თქვენს სახლში დაბრუნდეთ, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთის ომის 27 წლისთავის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, 27 წლის შემდეგაც კონფლიქტის ჩახშობის კუთხით არ გვაქვს არანაირი წინსვლა და ფაქტია, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი მოწინააღმდეგესთან საერთო ენის მოსაძებნად.

„14 აგვისტო მძიმეა თითოეული ქართველისათვის, მძიმეა იმ დღის გახსენება, როდესაც 27 წლის წინ ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია გავარდა. განსაკუთრებით მძიმეა, იმის აღიარება, რომ 27 წლის თავზეც არ გვაქვს არანაირი წინსვლა, რათა ჩავახშოთ კომფლიქტი. მტკივნეულია და სამარცხვინო, მაგრამ ფაქტია - არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა დიპლომატიური უნარი, რომ საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა მოწინააღმდეგესთან და ენგური გაგვეთავისუფლებინა სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აფხაზეთიდან დევნილებს მიმართა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება. ამიტომ, მათ იმედი არ უნდა დაკარგონ და ნიჰილისტურად არ უნდა იყვნენ განწყობილნი.

„დღეს განსაკუთრებით მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილებს, ადამიანებს, რომელთათვის ყველაზე რთული და ძნელია იმასთან შეგუება, რომ 27 წელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე დევნილი ჰქვია. თქვენთვის ძალიან მტკივნეულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ ვერ მიდიხართ საკუთარ ქალაქში, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ. თქვენი წყენაც ბუნებრივია, თქვენი გაღიზიანებაც პოლიტიკოსების მიმართ სამართლიანია. მაგრამ ნუ იქნებით ნიჰილისტურად განწყობილი, ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას. ჯერ კიდევ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება. თითოულ თქვენგანს ვპირდები, რომ აუცილებლად ძალიან მალე დაიწყება პროცესი, რომელიც ცხადყოფს აფხაზეთში, თქვენს მიწაზე თქვენს დაბრუნებას. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენ დაბრუნდეთ თქვენს სახლში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა