მიხეილ ბატიაშვილი - ბლოკჩეინ სისტემა მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემაა, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, განათლების სფეროში ბლოკჩეინ სისტემის დანერგვის პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ტექნოლოგიების სფეროში ამერიკულ წამყვან კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რაც გულისხმობს განათლების მიმართულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას. დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე კონკრეტულ სისტემას წარმოადგენენ. სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. აქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ სამუშაოებს. შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი ხორციელდება.

„პროექტი გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით, მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. აღნიშნული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამგვარად, ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო