„ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი - ტელევიზია სრულფასოვნად ეთერში ჯერ ვერ ბრუნდება

ამ ეტაპზე პრობლემის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, ტელევიზია კი, სრულფასოვნად ეთერში ჯერ ვერ ბრუნდება,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც დიაგნოსტიკა დასრულდება, ის მასალები, რომელიც საგამოძიებო უწყებას დასჭირდება, გადაეცემა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლავ დიაგნოსტიკა, რადგან ამ მასალის მოცულობიდან გამომდინარე ეს პროცესი, მინიმუმ, 2 დღეს წაიღებს. ძალიან ფრთხილად მიმდინარეობს ეს პროცესი და ალბათ, ხვალ საღამოს დასრულდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამ ეტაპზე და შსს-ს მიაწვდიან ყველა ინფორმაციას, რასაც მოითხოვენ. ამ კიბერშეტევამ მთლიან სისტემაზე იმოქმედა, ამიტომ ვცდილობთ ლოკალურ დონეზე დავიწყოთ გარკვეული კომპიუტერების, სისტემის აღდგენა. აქედან გამომდინარე ვართ სარეზერვო რეჟიმში, თუმცა სრულფასოვნად ჯერ ეთერში ვერ ვბრუნდებით“,- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათზე კიბერშეტევა გუშინ განხორციელდა.

იხილეთ ვიდეო: "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი - ტელევიზია სრულფასოვნად ეთერში ჯერ ვერ ბრუნდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო