ჩრდილოეთ კორეის მედია - სამხრეთ კორეაში აშშ-ის რაკეტების განთავსება წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება, რამაც შესაძლოა, ახალი ცივი ომი გამოიწვიოს

აშშ-ის ნებისმიერმა ქმედებამ, განათავსოს საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტები სამხრეთ კორეაში, შესაძლოა ახალი „ცივი ომის“ გაღვივებასა და რეგიონში გამალებული შეიარაღების ესკალაციას შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

„აშშ-მ მიანიშნა, რომ ის განიხილავს აზიის რეგიონში საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტების განთავსების გეგმას და განთავსების ადგილად სამხრეთ კორეა შეირჩა,“ - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს არის წინდაუხედავი ქმედება, რომელიც რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს და რომელმაც, შესაძლოა, „ახალი ცივი ომის“ გაღვივებასა და რეგიონში გამალებული შეიარაღების ესკალაციას შეუწყოს ხელი,“ - აღნიშნულია სააგენტოს კომენტარში.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა აზიაში საშუალო რადიუსის სახმელეთო რაკეტების განთავსებას. მარკ ესპერმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების დატოვებიდან ერთ დღეში გააკეთა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტების განთავსების საკითხი არ განუხილავთ და ასევე არ არსებობს მისი განხილვის გეგმაც.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს