ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ოპერაციას 11 მშვიდობიანი მცხოვრები შეეწირა

ავღანეთის აღმოსავლეთში პაკისტანის საზღვართან მდებარე პროვინცია პაკტიაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ოპერაციას 11 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამ ფაქტის გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-მ, რომელიც დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას გეგმავს.

ავღანეთის უსაფრთხოების ეროვნული სამმართველოს განცხადების თანახმად, ოპერაცია პროვინცია პაკტიაში მიმართული იყო თალიბანის საფარის წინააღმდეგ და ლიკვიდირებულ მებრძოლებს შორის ორი მეთაური იყო. იარაღი და საბრძოლო მასალებიც ამოღებულია. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ რეიდი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი არ არის.

ადგილობრივი წყაროები, მათ შორის მუნიციპალური დეპუტატები კი ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს სახლს, რომელშიც ადგილობრივ სტუდენტს თავისი მეგობრები მუსლიმური დღესასწაულის აღსანიშნად ვახშამზე ჰყავდა დაპატიჟებული. უსაფრთხოების ძალებმა ახალგაზრდები სახლიდან გაიყვანეს და ერთმანეთის მიყოლებით დახვრიტეს.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს