ფინანსთა მინისტრი - უმნიშვნელოვანესია მედიამ იარსებოს, თუმცა მეორე საკითხია დაუსჯელობის სინდრომი

ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესია მედიამ იარსებოს. უბრალოდ, ის, რაც მის საარსებოდ არის აუცილებელი, არის ერთი ნაწილი და არის მეორე - დაუსჯელობის სინდრომი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანიების ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხს.

მისი თქმით, მედიის მიერ ამ საკითხით სპეკულირება და მისი ბოროტად გამოყენება ხდებოდა.

„ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესია მედიამ იარსებოს. უბრალოდ, ის, რაც მის საარსებოდ არის აუცილებელი, არის ერთი ნაწილი და მანდ ყოველთვის შეხვალ მდგომარეობაში და შეეცდები შეღავათი მისცე, მაგრამ არის მეორე - დაუსჯელობის სინდრომი. ამბობს, რომ არსებობისთვის კი არ არის აუცილებელი, არამედ „ძალა მაქვს და გამდის“, იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება სპეკულაცია იმაზე, რომ თავისუფალ მედიას ებრძვი. აქედან გამომდინარე, ბოროტად ხდებოდა და ხდება ამის გამოყენება. შესაბამისად, ამას ბოლო უნდა მოეღოს.

მე მინდა ყველა არსებულმა თუ პოტენციურმა მყიდველმა იცოდეს, რომ ეს გამრუდებული პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავასწოროთ. იმისათვის, რომ ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდეთ, პირველი სიმპტომი იქნება ის, თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდება გადამხდელი მიმდინარე დავალიანებას. ეს იქნება ის ნიშანი, რითიც ვიხელმძღვანელებთ,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა