მიხეილ კალანდიას მამა - ჩემი შვილი 51-ე სკოლაში უბრალოდ სალაპარაკოდ მივიდა, რადგან იქ მისი ორი დეიდაშვილი და ორი ბიძაშვილი სწავლობს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მის შვილს წელიწადნახევრის განმავლობაში უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ. როგორც თენგიზ კალანდიამ განაცხადა, წელიწადნახევრის შემდეგ გარემოებები შეიცვალა.

"მე კონკრეტულად არ ვიცი ვინ იკითხება, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ვინც ახლა ჩვენს წინააღმდეგ უნდა დაიკითხონ, ამ ხნის მანძილზე ჩემს შვილს იცავდნენ. ჩემი შვილი უდანაშაულოა და ისინი ამტკიცებდნენ, რომ უდანაშაულოა. დღეს უცებ დამნაშავე გახდა. რა ჩვენებას მისცემენ, არ ვიცი. რაც არ არის ახალი გარემოება, რაზე შეიძლება მათ ისაუბრონ? უსაფუძვლო ბრალდებაა და იმედია, მოსამართლე რეალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა ვიღაცაზე დამოკიდებულს", - განაცხადა კალანდიამ.

როგორც თენგიზ კალანდია აცხადებს, მისი შვილი პოლიტიკოსების უარყოფითი განწყობის გამო იდევნებოდა.

"წელიწადნახევარი უდანაშაულოდ აცხადებენ, უცებ რაღაც გარემოება შეიცვალა, რომელიც საქმეში არ დევს და არც ვიცით, რა არის. ამის შემდეგ უცებ დამნაშავე გახდა. ეს ვიღაცას რაღაცაში დაჭირდა, ვის რაში დასჭირდა, არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად. წელიწადნახევარი პოლიტიკურად დევნიდნენ ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს. რა ბრალეულობა უნდა დაადასტუროს მოწმეებმა? რა ჩვენებები აქვთ მიცემული, ყველა აბსურდულია. არაფერი არ აქვს პროკურატურას. ვირტუალურად რომ ლაპარაკობენ ბასრ სხეულზე, ბუნებაში არ არსებობს არანაირი ბასრი სხეული, რომელიც ჩემს შვილს ხელში ეჭირა",- განაცხადა კალანდიამ და დასძინა, რომ მისი შვილი 51-ე სკოლაში "უბრალოდ სალაპარაკოდ მივიდა, რადგან იქ მისი ორი დეიდაშვილი და ორი ბიძაშვილი სწავლობს".

"მის ინტერესში არ იყო მისი იქ მისვლა ჩხუბის მიზნით. მივიდა საქმის გასარკვევად, ჩხუბი დაიწყო მეორე მხარემ, რომლებიც დღეს ანგელოზები არიან და ჩვენ დამნაშავეები", - განაცხადა თენგიზ კლანდიამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა