ივანე მაჭავარიანი - საქართველო არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი შემოიჭრა, ამაზე მგონი არავი დავობს

საქართველო არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე მგონი არავინ დავობს, მაგრამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობა რასაკვირველია, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს „იმედის“ ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომზე გასული ფილმის შინაარსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფილმი არ უნახავს და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მოუწოდა, აგვისტოს ომის საკითხზე აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის მიერ გაკეთებული კომენტარი მოიძიონ არქივში, რადგან მას ყველაზე მეტად სწორედ მის მიერ გაკეთებული შეფასება მოეწონა.

„ფილმი არ მინახავს და იქ აქცენტები რამდენად მეტი და ნაკლები იყო, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით კი ჩემს პოზიციას ვიტყვი დაუფარავად. არაერთხელ თქმულა, რომ რასაკვირველია, საქართველო არ შეჭრილა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე მგონი არავინ დავობს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა რასაკვირველია, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ყველაზე უფრო სწორი პასუხი მოვისმინე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ, მოგიწოდებთ, რომ არქივში ნახოთ CNN-ზე იყო ამერიკის ხუთი ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ხუთივე ბევრ სხვადასხვა თემაზე საუბრობდა და მათ შორის აგვისტოს ომზე ჰკითხეს. კოლინ პაუელის პასუხი მომეწონა ყველაზე მეტად. იცით როგორ შეაფასა: „ეს მოვლენა ჰგავდა, რომ სააკაშვილმა გაზით სავსე ოთახში აანთო ასანთის ღერი, თუმცა ოთახში რომ გაზი იყოო, ეს რასაკვირველია რუსეთის დამსახურებააო“. მე ყველაზე უფრო ეს დეფინიცია მომეწონა, მოგიწოდებთ, რომ ნახოთ“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა