გიორგი კანდელაკი - საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე რუს სამხედროებს ქვეყანაში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ

პარტია „ევროპული საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის ქვეყნის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ინიციატივის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კანდელაკის თქმით, სამხედროები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდნენ, დაუბრკოლებლად შემოდიან ქვეყანაში და ქვეყანას სრული უფლება აქვს მოითხოვოს მათი საქართველოს საზღვრებში არშემოშვება. „ჩვენთვის ცნობილი გახდა შემთხვევების შესახებ, როცა რუსი სამხედროები, რომლებიც მონაწილეობდნენ 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიაში, იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ ქართველების ეთნიკურ წმენდაში და მკვლელობებში, დაუბრკოლებლად შემოდიან ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და სარგებლობენ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. ცხადია, რუსი ტურისტები საქართველოში უნდა ჩამოდიოდნენ, მაგრამ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ იმ პირების საქართველოში არშემოშვება, ვინც ჩვენი მოქალაქეების სისხლს ღვრიდა. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შევა რეზოლუციის პროექტით, რომელიც დაავალდებულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი რუსი სამხედროების მონაცემთა ბაზა“, - დასძინა კანდელაკმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის