ლევან კობერიძე - ეკონომიკის მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში აუცილებლად დავიბარებთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მის სადეპუტატო კითხვაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული პასუხი „არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე".

პარლამენტის წევრმა 29 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სახელზე სადეპუტატო კითხვა გააგზავნა, რომლითაც ის მთავრობისგან რუსული ეკონომიკური სანქციის წინააღმდეგ შექმნილი კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის მიწოდებას ითხოვდა. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის ითხოვდა ინფორმაციის მიღებას მთავრობის ხედვაზე ტურიზმის მიმართულებით, ნიშანდობლივად კი მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში, თუმცა, მისივე თქმით, ამ დღეებში სამინისტროდან მიღებულ პასუხში დეტალურად არ ჩანს ის გეგმები, რომლითაც მთავრობა შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსწორებას ეცდება.

„ეს პასუხი არის შინაარსს მოკლებული სიტყვების ნაჩქარევი ერთობლიობა ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს არის ძველი პროგრამების კრიზისულ სიტუაციაზე (ტურიზმის სექტორში) მორგების უსუსური მცდელობა და არაფერი კონკრეტული იმ კონკრეტულ გამოწვევაზე, რის წინაშეც ვართ. კონკრეტული მხოლოდ ისაა, რომ ფრენების სუბსიდირებაზე, ფაქტობრივად, „აირზენასათვის“ გამოყვეს 1,2 მილიონი ევრო. ეს არის კრიზისული მენეჯმენტის არცოდნა. ეკონომიკის მინისტრს აუცილებლად დავიბარებთ ინტერპელაციის წესით, თუ კი სამინისტრო არ წარმოგვიდგენს კონკრეტულ დროში და პროექტებში გაწერილ გეგმას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)