ადვოკატი - კონკრეტული ჭრილობის მიყენება, რომელსაც მიხეილ კალანდიას ედავებიან, არ მოდის ერთობლიობაში მოწმეების მიერ გაკეთებულ განმარტებასთან

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ დავით სარალიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების დროს, ტამპონის მიბჯენისას, შესაძლოა მათ მცირე დეფორმაცია შეეტანათ დაჭრილის სხეულზე, რის გამოც შეუძლებელია დადგინდეს, რა იარაღითაა მიყენებული ჭრილობა.

როგორც ანა კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, შესაძლოა, მკვლელობის იარაღი სხვა იყოს.

„მოწმეებმა დაცვის მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთეს, რომ სამედიცინო მანიპულაციების შედეგად მათ კონკრეტულ და მნიშვნელოვან ჭრილობაზე გარკვეული სახის ზემოქმედება მოახდინეს. რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამ გარემოების ირგვლივ მისცეს მათ ჩვენებები. სასწრაფოს ექიმებმა განმარტეს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილიდან დაჭრილ მდგომარეობაში აიყვანეს დავით სარალიძე, მათ განახორციელეს სამედიცინო მანიპულაცია, კონკრეტულ ჭრილობაზე მათ მიაბჯინეს ტამპონი, რომელსაც შესაძლოა, გარკვეული სახის დეფორმაცია შეეტანა ჭრილობაში",- განაცხადა კოტეტიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა სხვა იყოს მკვლელობის იარაღი? კოტეტიშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ბრალდების მხარე უთითებს, რომ კონკრეტულად ეს ჭრილობა, რომელიც ღია არის და შესაძლოა, მიეყენებინა მიხეილ კალანდიას, ამ ბრალს გამორიცხავს“.

„ექიმები ამბობენ, რომ შესაძლოა, მათ ქმედებას გარკვეული მცირე დეფორმაცია მიეტანა ჭრილობაზე. სწორედ ეს არის ბუნდოვანება, რომ შეუძლებელია იმ ჭრილობის დადგენა, კონკრეტული დანის დადგენა, რას შეიძლება მიეყენებინა ან არ მიეყენებინა ეს ჭრილობა. მათი განმარტება არის მნიშვნელოვანი დაცვის მხარისთვის, იქედან გამომდინარე, რომ ის არ არის კონკრეტული. ეს არის აბსოლუტურად აბსტრაქტული განმარტება ბრალდების მხარის მიერ, რომ კონკრეტული ჭრილობა, რომელსაც ედავებიან მიხეილ კალანდიას, რომ მან მიაყენა, არ მოდის ერთობლიობაში მოწმეების მიერ გაკეთებულ განმარტებასთან",- განაცხადა კოტეტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა