ადვოკატი - ექსპერტი ვერ შიფრავს ვიდეომტკიცებულებას და ვერ ადგენს, რა საგანი უკავია მიხეილ კალანდიას ხელში

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, პროკურატურას არ აქვს ნივთიერი მტკიცებულებები კალანდიას ბრალის დასადასტურებლად.

როგორც კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდეომტკიცებულებით, რომელიც საქმეში დევს და ჩატარებულია ექსპერტიზა, ვერ დგინდება, რა საგანი უჭირავს ხელში მიხეილ კალანდიას.

"პროკურატურას რა მასალებიც ჰქონდა წარმოდგენილი სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე და ჩვენთვისაც არის ცნობილი, ნივთიერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებას და წერილობით მტკიცებულებებს, ეს არის ძირი საქმიდან გადმოტანილი მტკიცებულებები. რაც მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა, ახალი მტკიცებულებები მისი ბრალის დასადასტურებლად პროკურატურას არ წარუდგენია.

რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, მასზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა და არ არის დადგენილი კონკრეტული საგანი. რა უკავია ხელში მიხეილ კალანდიას არ ჩანს. ეს ის ვიდეომტკიცებულებაა, სადაც ექსპერტი ვერ შიფრავს, რა უკავია ხელში მიხეილ კალანდიას",- განცხადა კოტეტიშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო