არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა. „თქვენ მძიმე ომი გადაიხადეთ, დაკარგეთ ძმები და დები, თანამებრძოლები, თუმცა დღესაც, ამდენი წლის შემდეგ არ დაგიკარგავთ რწმენა და იმედი, რომ საქართველო გაერთიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და მშვიდობიანი მომავალი გვექნება” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აფხაზეთის ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე.

არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო, აფხაზეთის ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამშობლოსათვის თავდადებისა და განსაკუთრებული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა 27 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე და გოგი მეშველიანი ესწრებოდნენ.

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს