დონალდ ტრამპი - პრეზიდენტობის გამო 3-დან 5 მილიარდამდე დოლარს ვკარგავ

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის გამო, მილიარდობით დოლარს კარგავს. ამის შესახებ „NBC News“ იუწყება.

პენსილვანიის შტატში ყოფნისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა, პირადად მას, მილიარდობით დოლარი უჯდება. მათ შორის, ნაწილობრივ - ადვოკატების გამო, რომელთა დაქირავებაც მოუწია სხვადასხვა სასამართლო დავებში მის დასაცავად.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტობის პრივილეგია მიჯდება 3-დან 5 მილიარდამდე და მე ეს არ მანაღვლებს. ეს ჩემთვის სულ ერთია. უბრალოდ მინდა, საუკეთესო სამუშაო გავწიო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა