თბილისის „დინამო“ რომან გოცირიძეს პასუხობს

საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის წევრს რომან გოცირიძეს პასუხობს.

„ბატონო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და „დინამო“ თბილისის კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან რა მოხდა. „დინამო“ მიიჩნევს რომ მის მიმართ განხორციელდა არასამრთლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988,ანუ ფანკლუბის დაარსების წელიწადი. ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე- 2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. „დინამო“ მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“ ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მის დაკნინებით ხართ დაკავებული. „დინამო“ თბილისისთვის შეურაცხმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თბილისის "დინამოს" მიმართ უეფას მიერ დაწესებულ სასჯელს გამოეხმაურა.

"თბილისის "დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო "დინამოს" სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა. ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში.

მსგავსი ბანერის გვერდით. უეფამ, გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე. "დინამო" უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველი გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები", - წერს რომან გოცირიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა