სვანეთში მაშველები სამ ბელარუს ტურისტს ეძებენ

სვანეთში სამ უცხოელ ტურისტს ეძებენ. „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ და ისინი ბელარუსები არიან.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სვანეთში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: სვანეთში სამ უცხოელ ტურისტს ეძებენ - ისინი თეთნულდზე გაუჩინარდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო