ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს ჰონგ-კონგში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ჰონგ-კონგში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისთვის შეხვედრას სთავაზობს.

როგორც პრეზიდენტ ტრამპის „ტვიტერის“ პოსტშია აღნიშნული, იგი დარწმუნებულია, რომ სი ძინპინი ჰონგ -კონგის პრობლემას „სწრაფად და ჰუმანურად“ მოაგვარებს.

„მე ჩინეთის პრეზიდენტ სის კარგად ვიცნობ. ის დიდებული ლიდერია, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს საკუთარ თავს. სრულიად არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ პრეზიდენტ სის ჰონგ -კონგის პრობლემის „სწრაფად და ჰუმანურად“ მოგვარება სურს,“ - წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერის“ პოსტს მოკლე შეკითხვით ასრულებს : „პირადი შეხვედრა?“

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათს საღამოს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი შეტაკება მოხდა. ჩინეთის ხელისუფლებამ მომიტინგეების ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ მათი საქციელი „ტერორიზმს უახლოვდება.“

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა კი ჩინეთს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, „ვინაიდან ამერიკელ ხალხს კარგად ახსოვს ტიანანმენის მოედანი.“ მან აღნიშნა, რომ 1989 წელს სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის არმიის გამოყენებით დარბევის გამეორება „დიდი შეცდომა იქნება.“

იხილეთ ვიდეო

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება