20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ოჯახი მთავრობას მიმართავს

20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლემ, მარიამ სარქისიანმა 9 წლის შვილთან ერთად პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

მარიამ სარქისიანის თქმით, მათ განცხადებაში თავიანთი ოჯახური მდგომარეობა ასახეს და ლევან ჯიქურის გირაოს სახით გამოშვება მოითხოვეს.

"მყავს 7 წლის შვილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი დედა, რომელსაც ბავშვის მოვლა არ შეუძლია. მიბჯენილი ვართ უმეტესად ლევანზე და ის არის ჩვენი ოჯახის მარჩენალი. მინდა მივმართო მთავრობას, გაითვალისწინონ ჩვენი მძიმე ოჯახური მდგომარეობა და გამოუშვან ლევანი გირაოს სახით. განცხადებაში ავსახეთ ჩვენი ოჯახური მდგომარეობა, რომ გვიჭირს, სოციალური დახმარებით და პენსიით მხოლოდ წამლებში მიგვდის თანხა. ლევანი არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ პარტიას. მოხვდა გაუგებრობაში, ბრბოში და მიმაჩნია, რომ ის არ არის კრიმინალი და მოძალადე. მე ვიბრძოლებ, რომ ლევანი ჩვენთან იყოს და ოჯახში დაგვიბრუნდეს“, - განაცხადა მარიამ სარქისიანმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა