„თბილისი  ენერჯი“ - ივლისში, თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2702 დარღვევაა აღმოჩენილი, უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის 2019 წლის ივლისის თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ამოწმებს საცხოვრებელ ფართებსა და გაზგაყვანილობას, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს.

ამასთან, კომპანიის სპეციალისტებმა ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2702 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია.

უბნების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება: ისანი-ვაზისუბანში ჩაჭრილი დანადგარების რიცხვი- 557 -ია, სანზონაში- 332, ჩუღურეთში- 277, სამგორში- 276, წყნეთში- 257, გლდანში-197, კრწანისში-184, საბურთალშო- 174 , ნაძალადევში - 171, ნუცუბიძეზე -93, დიდუბეში - 65, დიღომში - 51, ვაკეში - 40, მთაწმინდაზე - 28. ინფორმაციის თანახმად, კომპანიის მიერ ჩაჭრილი დანადგარების საერთო ოდენობა ჯამში - 2702-ია.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი.

თუმცა, პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობლები თვითნებურად მიაერთეს. კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, განსაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც’’, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები.

კომპანიამ მადლობა იმ სპეციალისტებსა და თანამშრომლებსაც გადაუხადა, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)