ნაზი ჯანეზაშვილი - ვერაფრით გადაფარავს გვრიტიშვილი იმას, რომ უკანონოდ მართავდა სხდომებს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების საკითხი განიხილებოდა

ეს არ იყო ნამდვილი კონკურსი, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

მისი თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „თვითმარქვია თავმჯდომარე იყო". ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებითვე, ის, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი გასაუბრებაზე მის მიერ დასმულ კითხვებს აფასებს, „ეს არის უსინდისობა".

„ეს არ იყო ნამდვილი კონკურსი და ვერც შეფასდება ეს, რომ კონკურსი იყო, ვინაიდან თუნდაც ისეთი კანდიდატები მოხვდნენ ამ 50-კაციან სიაში, რომლებიც უბრალოდ ვერ მოხვდებოდნენ, თუკი ობიექტურად შეფასდებოდა მათი გამოცდილება და მათი კვალიფიკაცია. რაც შეეხება გვრიტიშვილის განცხადებებს, ვერაფრით გადაფარავს გვრიტიშვილი იმას, რომ ის უკანონოდ მართავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს, სადაც განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების საკითხი. კანონით არ არის განსაზღვრული მისი თავმჯდომარეობა, არც მოვალეობის შემსრულებლობა. ვფიქრობ, ამას დრო მაინც შეაფასებს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ეყოლება თუ არა 20 რჩეული, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ასე არ იქნება.

„ჩემი რჩეული იქნება ძალიან ცოტა ადამიანი და არ გადააჭარბებს ეს ათეულს",- აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ ბოლო კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ. გასაუბრება 14:00 საათზე დაიწყება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა