აშშ-ის ელჩი -ვაშინგტონი უკრაინის ნატო-სკენ სვლას მხარს დაუჭერს

აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრობის პრეტენდენტი იყოს და ვაშინგტონი ამ კურსს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში უილიამ ტეილორმა „ევროპეისკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება დახმარებას ჩვენი მხრიდან, მე მარტივი პასუხი მაქვს. არის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელსაც მეც, თეთრი სახლიც და თავდაცვის სამინისტროც მხარს ვუჭერთ. აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინას შეუძლია ნატო-ში გაწევრიანების პრეტენდენტი იყოს და ჩვენ უკრაინის განაცხადს წევრობაზე მივესალმებით“, - აღნიშნა უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ „სანამ უკრაინა ემზადება ამ ნაბიჯისთვის“, აშშ ცდილობს მას შეიარაღებული ძალების რეფორმირებასა და გაძლიერებაში დაეხმაროს. „არაფერია იმაზე კარგი, რომ გააგრძელოთ ის, რასაც უკრაინა ახლა აკეთებს. მე ვლაპარაკობ სამხედრო რეფორმაზე, ერთობლივ სწავლებებზე, შეიარაღების ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლაზე“, - ხაზი გაუსვა ტეილორმა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინას შეუძლია ნატო-ს წევრობის პრეტენდენტი იყოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა