გია ვოლსკი - კობი-გუდაურის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება დაბალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ტყუილია

სამხედრო წარმატება თუ წარუმატებლობა გვირაბის არსებობა/არარსებობით რომ წყდებოდეს, მიხეილ სააკაშვილს ასეთი სულელური თეორია შეიძლება შევთავაზოთ: - მტერი გვირაბში რომ შემოვა, აქეთა მხრიდან კედელს ამოვუშენებთ და გვირაბში, როგორც სათაგურში, მოვამწყვდევთ - რას იტყვის ის ასეთ სამხედრო გადაწყვეტაზე?! - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციას კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით.

როგორც ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ კონტექსტში პარალელის როკის გვირაბთან გავლება არასწორია. დეპუტატის თქმით, პატარა საქართველოს ის სამხედრო რესურსი არ გააჩნია, რომ თავი დაიცვას იმ შემოტევისგან, რაც დასაშვებად ყოველთვის უნდა ჰქონდეს მხედველობაში, “მაგრამ ის, რომ გვირაბია მთავარი პრობლემა და სამხედრო წარმატებისა თუ წარუმატებლობის მთავარი ფაქტორი, დაბალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ტყუილია“.

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს და შეცდომაში შეიყვანოს იმ მიზნით, რომ საკუთარი გაუაზრებელი და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი პოლიტიკა გაამართლოს. ჯერ ერთი, თანამედროვე ომის პირობებში არ შეიძლება იმაზე ვიმსჯელოთ, რომ პატარა საქართველოს რუსეთის შემოტევის პირობებში დაიცავს ის, რომ ვთქვათ გაქვს წითელ ხიდთან მიწის თხრილი - ე.წ. აკოპები, როგორც თვითონ ეძახდა და ქვეყანას შემოტევისგან ეს თხრილი დაიცავს. თითქოს და, ჩვენ ეს თხრილი გავამჟღავნეთ და რუსეთმა ამ თხრილის შესახებ არ იცოდა... თითქოს და, კოსმოსიდან არ არის შესაძლებელი თხრილის გადაღება...

ახლა მოიგონა იმის თაობაზე, რომ თუკი საგზაო ინფრასტრუქტურას განვავითარებთ, ეს მტერს საქართველოს ტერიტორიაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი გვირაბი თუ ნებისმიერი ტრასა შეიძლება განხილულ იქნას როგორც მტრის სწრაფი გადაადგილების საშუალება. აზრი არის იმაში, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ მის ტერიტორიაზე შემოჭრა მოხდეს, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა. ახლა კი ცდილობს, რომ აბსოლუტურად არაპროფესიონალური განცხადებებით, საკუთარი მძიმე თუ დანაშაულებრივი შეცდომები საზოგადოებას სხვა კუთხიდან დაანახოს. ამასთან, საკითხავია, ეს შეცდომები იყო თუ გამიზნული ქმედებები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდა. მისი განცხადებით, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი.

“ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა