„რუსთავი 2“-ის შეძენის სურვილი ამ ეტაპზე   არც ერთ პირს არ გამოუთქვამს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის შესყიდვის სურვილი ამ ეტაპზე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს.

როგორც სალიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში ტელევიზიის გაყიდვისთვის ვადას არ გააგრძელებს.

„ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. იმ პირობის შესაბამისად, რაც ხალვაშს ჰქონდა განცხადებაში, აუცილებლად ყველა შეიტყობდით ამის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, წინაპირობა იყო საჯაროდ დაფიქსირება პოზიციისა შესყიდვასთან დაკავშირებით. ერთი კვირა ამოიწურება ორშაბათს, შესაბამისად, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუმცა, მე არ მგონია, რომ კიდევ ვადის გახანგრძლივებაზე იყოს საუბარი იმიტომ, რომ მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად აუცილებელი გადაწყვეტილებებია მისაღები, ვეღარ დაველოდებით კიდევ ვადის გაგრძელებას“, - განაცხადა სალიამ.

იმ შემთხვევში, თუ ტელევიზიის შეძენის მსურველი ვადის ამოწურვამდე არ გამოჩნდება, სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშს თავდაპირველად საკუთარი სახსრების მოძიება, შემდეგ კი ფინანსური ინსტიტუტების დახმარება დასჭირდება.

„ასამოქმედებელი იქნება სხვა გეგმა, რომელიც ტელევიზიის გაჯანსაღებისკენ იქნება მიმართული, ასევე ფინანსური ვალდებულებების და პრობლემების გადალახვისკენ. თუ ვერ მოხერხდება მსყიდველის მოძიება, ფინანურ ინსტიტუტებთან დაიწყება მოლაპარაკებები, რომ მოხდეს დამატებითი სახსრების მოძიება და დეფიციტების შევსება, რაც გვაქვს. საუბარია ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტზე. გვესმის, რომ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება და თუ ამ გეგმის ამოქმედება მოგვიწია, ქიბარ ხალვაშს მოუწევს თავიდან საკუთარი ფინანსური სახსრების მობილიზება და შემდგომ უკვე დამატებითი თანხების მოძიება ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს შეიძლება იყოს ქართული ბანკებიც“, - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის. როგორც ხალვაში აცხადებს, მზად არის აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაელაპარაკოს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა