მოსამართლე ირაკლი შენგელია ნაზი ჯანეზაშვილზე - ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს, იუსტიციის საბჭოს წევრი რომ არის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება იყო საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილსა და მოსამართლე წევრ ირაკლი შენგელიას შორის.

კონკრეტულად, ნაზი ჯანეზაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის პოსტებზე გამწესების მსურველებს ირაკლი შენგელიასა და მიხეილ ჩინჩალაძეს საბჭოში გასაუბრება გაევლოთ, რასაც არ დაეთანხმნენ მოსამართლე წევრები.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილს ირაკლი შენგელიასთან იმ განცხადების თაობაზე ჰქონდა კითხვა, რომელიც თანამდებობაზე მის გამწესებას შეეხებოდა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა იკითხა, უნდა თუ არა თარიღი განცხადებას, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ირაკლი შენგელიამ „განცხადების წერა არ იცის".

აღნიშნულის შემდეგ ირაკლი შენგელიამ ნაზი ჯანეზაშვილს უვიცი უწოდა და განაცხადა, რომ „ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს საბჭოს წევრი რომ არის", რაზეც ნაზი ჯანეზაშვილმა უპასუხა, რომ მას "კარგი იუმორის გრძნობა ჰქონია" .

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)