ნაზი ჯანეზაშვილი სამარცხვინოს უწოდებს მოსამართლე ირაკლი შენგელიას განცხადებას, რომ ის იუსტიციის საბჭოს წევრობას ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა 2017 წელს ამირჩია და აქამდე მეგონა, რომ პარლამენტის მიერ ვიყავი არჩეული, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე წევრის ირაკლი შენგელიას განცხადებას, რომ ნაზი ჯანეზაშვილი „ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდეს, საბჭოს წევრი რომ არის".

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება მისთვის გაუგებარი და ბუნდოვანია.

„მინდა შევეხო მხოლოდ ერთ ნაწილს შენგელიას კამათის. ის ძალიან გააღიზიანა იმან, რომ განცხადება დაწერა თარიღის გარეშე და მე ამაზე მივუთითე იმიტომ, რომ ნებისმიერ სტუდენტს კი არა, სკოლაშიც კი ასწავლიან ადამიანებს, როგორ იწერება განცხადება. მოსამართლე, რომელიც განცხადებას წერს და თარიღს არ უთითებს, ფორმალურად, ამას აქვს მნიშვნელობა და ეს რაღაცაზე მიუთითებს. ამიტომ ძალიან გაღიზიანდა ამ მითითებაზე და დღეს გამოჩნდა ისე, რომ ირაკლი შენგელია მარწმუნებდა, რომ ჩინჩალაძეს უნდა ვუმადლოდე, რომ მე ვარ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პარლამენტმა 2017 წელს ამირჩია და აქამდე მეგონა, რომ პარლამენტის მიერ ვიყავი არჩეული, მაგრამ ადამიანმა, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა, რომ რაღაც გავლენები აქვთ ამათ. რა ტიპის გავლენებია ნამდვილად არ ვიცი.

ძალიან სამარცხვინოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომ ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემიდან, რომელიც საბჭოს წევრიც კი არ არის, უნდა უმადლოდეს პარლამენტის მიერ არჩეული წევრი, რომ საბჭოს წევრია საერთოდ. ეს არის ძალიან უცნაური განცხადება. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი",- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სჯერა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრია.

„როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, იქითკენ მიდის მთელი საბჭო და ალბათ სხვა მოსამართლეებიც, არ ვიცი, ვინ არიან ისინი, მაგრამ თვითონ ალბათ ჩინჩალაძეს უნდა უმადლოდნენ და ალბათ მადლიერები არიან, რომ საერთოდ მზე ამოდის“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა