ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმიდან „კონტის“ გასვლაზე - ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების შესახებ დღეს, მედიასაშუალებებით შეიტყვეს.

როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, „კონტი ჯგუფი“ 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მენეჯმენტში აღარ მონაწილეობდა და არც მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

მისივე თქმით, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია.

„კომპანია „კონტის“ კონსორციუმიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ დღეს პრესის მეშვეობით. კონსორციუმს რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. ამასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო, რომ პირველ რიგში, 2018 წლის 6 დეკემბრიდან კომპანია „კონტი“ კონსორციუმის ანუ ინვესტორის მენეჯმენტში აღარ მონაწილეობდა, ასევე , "კონტი" აღარ მონაწილეობდა ხელშეკრულებების ცვლილებებზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, თუმცა ის რჩებოდა მსხვილ აქციონერად პროექტში. აქვე მინდა დავამატო, რომ საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ შეფასება გავაკეთოთ შესაძლო შედეგებზე, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია, დავუკავშირდეთ კონსორციუმს, შევისწავლოთ ეს საკითხი და იმის და მიხედვით დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას,“ -აცხადებს დავით ჯავახაძე.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ–ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა– ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა, რაც “ინტერპრესნიუსს“ კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.

იხილეთ ვიდეო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ინვესტორს ვალდებულია აქციების გასხვისება შეათანხმოს მთავრობასთან, რასაც "კონტის" მხრიდან ადგილი არ ჰქონია

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა