ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, 85 წლის  ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული  საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე უმცროსმა ომარ გამყრელიძემ დაკავების დღეს, 85 წლის ომარ გამყრელიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. გამყრელიძემ განმარტა, რომ საგარეჯოს პოლიციაში ხანდაზმულს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს.

თავის მხრივ, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდების მხარეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოსთხოვა.

გამყრელიძეების ადვოკატის, გილერ ენდელაძის თქმით, ბრალდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ვერ წარმოადგენს, რადგან ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ. უფრო მეტიც, მისი თქმით, 85 წლის ომარ გამყრელიძის გამოკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა.

პროკურორმა, ვლადიმერ ბექიშვილმა კი განმარტა, რომ ომარ გამყრელიძის განცხადებაზე მიმდინარეობს გამოძიება.

გამყრელიძეები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.

გაერთიანებული საქმის განხილვა, 22 აგვისტოს, 16:00 საათზე განახლდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს