"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორი - „კონტი ჯგუფის“ გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კონსორციუმი კრიტიკულად დააზიანოს

„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის - „კონტი ჯგუფის“ მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებას.

ახვლედიანის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით საუბრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო გადაწყვეტილება დატოვებასთან დაკავშირებით „კონტი ჯგუფმა“ გასულ კვირას მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა.

„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ძალიან პასიური როლი ჰქონდა. ისიც იცით, რომ დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. მათი გადაწყვეტილება გასვლასთან დაკავშირებით დღეს და გუშინ არ ყოფილა მიღებული. ამაზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს კონსორციუმი.

დიახ, მსხვილი აქციონერი იყო, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება ძალიან კრიტიკული არ არის. 70 მილიონი დოლარის ინვესტიციაში, რაც დღემდეა განხორციელებული, მათი მონაწილეობა არის ძალიან მცირე. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პროექტისთვის მთავარია სტრატეგიული ინვესტორი და ჩვენ ასეთი გვყავს. ეს არის „ესესეი მარინი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის