ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი -  ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანთკარში, „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო

ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანთკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო, - ასე ეხმაურება გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი.

როგორც ჰოგი აცხადებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო. ახალი ბარიერების აღმართვა ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ხელს უშლის მოსახლეობას ხეხილის ბაღებითა და წყლის რესურსებით ისარგებლონ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე იმყოფებიან“, - წერს ერიკ ჰოგი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო