16 აგვისტოს  ვეკუა-ხიზანიშვილზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება

ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც ხვალ, 16 აგვისტოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს 10:00 საათამდე გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება: კობერიძის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, გლდანულის დასახლებას; გლდანის „ა“ და I მიკრორაიონებს; გლდანის III მიკრორაიონის ნაწილს

„ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

Gwp-მ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს,“ - ნათქვამია gwp-ის ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.“ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა