ნაზი ჯანეზაშვილი - სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა  20-კაციან სიაშიც მოხვდებიან  კლანის მხარდამჭერები და ლიდერები

ვნახავთ, თუ როგორ იქნება შედგენილი 20 კაციანი სია. სავარაუდოდ, იქაც მოხვდებიან ამ კლანის აქტიური მხარდამჭერები და ლიდერები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატის გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენის დასრულების შემდეგ განაცხადა

. ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით მას სხვა მოლოდინი არ გააჩნია.

"სერგო მეთოფიშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ მომიხადოს ბოდიში და ამის მერე დავიწყოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა. საინტერესო დეტალი იყო. სერგო მეთოფიშვილს ერთხელ უკვე აქვს ბოდიში მოხდილი ჩემთვის, მაგრამ ბოდიშების შემდეგ, ისინი ისევ აგრძელებენ არაკონსტრუქციულ საუბარს ჩემთან მიმართებით, ბოდიშებით კლანი ვერ დაიშლება. ბოდიშებით საქმე ვერ გაკეთდება. თუ სისტემაში წავა ისეთი პროცესები, რომ არა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, არა კლანი მართავდეს სისტემას, არამედ ინდივიდუალური მოსამართლე იყოს საკუთარი ძალაუფლებით გადაწყვეტილების მიმღები, თუნდაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით თუ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები, მაგრამ ვხედავ, რომ ძალაუფლება აქვთ მოსამართლეებს, ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთს, ის ადამიანები, რომლებიც საბჭოში არიან და ჩვენ იმასაც ვნახავთ, თუ როგორ იქნება შედგენილი 20 კაციანი სია. სავარაუდოდ, იქაც მოხვდებიან სწორედ ამ კლანის აქტიური მხარდამჭერები და ლიდერები. სხვა მოლოდინი არ გამაჩნია ნამდვილად. უკეთესი მოლოდინი რომ მქონდეს, მეც მინდა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დასრულდა. იუსტიციის საბჭო, სავარაუდოდ, თვის ბოლოს უყრის კენჭს კანდიდატთა 20-კაციან სიას, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს