დიმიტრი გვრიტიშვილი - როგორც ჩანს, საბჭოს არამოსართლე წევრებთან კონსტრუქციული თანასაქმიანობა ვერ შედგება -  მეთოფიშვილის ბოდიში ჯანეზაშვილმა არ მიიღო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მიუხედავად მათი სურვილისა, როგორც ჩანს, საბჭოს არამოსამართლე წევრებთან კონსტრუქციული თანასაქმიანობა ვერ შედგება. მისი თქმით, მოსამართლე წევრების ინიციატივა ბოდიშის მოხდასთან და კონსტრუქციულ მუშაობასთან დაკავშირებით, არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა არ მიიღო.

"ვფიქრობ, სერგო მეთოფიშვილის ქმედება იყო ძალიან კარგი ჟესტი, საბჭოს წევრების მხრიდან გამოთქმული მოწოდება, რომ იყოს კონსტრუქციული საბჭო მთლიანად, როგორც მოსამართლე, ისე არამოსამრთლე წევრები. შევეშვათ ურთიერთბრალდებებს, შეურაცხყოფას, რაც განუწყვეტლივ რეჟიმში მოდის ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძისგან მოსამართლე წევრების კლანად, მაფიად მოხსენიებით. ჩვენგან, თუ რაიმე ყოფილა საპასუხო, ბატონმა სერგომ გააჟღერა ასეთი ინიციატივა, რომ მზად ვართ, ბოდიშიც მოვიხადოთ. საერთო ინტერესის, საქმის ინტერესის შესაბამისად, რომ ეს ისტორიული პროცესი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც დღეს დავასრულეთ, ამ ისტორიულ პროცესს არ მიადგეს ჩრდილი უსამართლოდ და უსაფუძვლოდ. შევძლოთ ის, რომ ბოლომდე ღირსეულად მივიყვანოთ. ეს შეთავაზება იყო ზუსტად კონსტრუქციული მუშაობის, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ქალბატონმა ნაზიმ არ მიიღო. მან განაცხადა, რომ გააგრძელებს მაფიაზე, კლანზე საუბარს. აქედან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენი სურვილის მიუხედავად, კონსტრუქციული და მშვიდობიანი თანასაქმიანობა საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის, როგორც ჩანს, არ შედგება, თუმცა კიდევ ვამბობ, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით."- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს