მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 154.5 მილიონი  დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით  აღემატება 2018 წლის  ივლისის მაჩვენებელს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 154.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7%-ით ანუ 10.1 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის ივლისის მაჩვენებელს.

ივლისის მთლიან ფულად გზავნილებში 38.2%-იანი წილი ევროკავშრის ქვეყნებზე მოდის. ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 59 მილიონი აშშ დოლარია და ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ს შეადგენს.

ივლისის მონაცემებით, მთლიან ფულად გზავნილებში რუსეთი 25%-იანი წილითაა წარმოდგენილი, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ივლისის განამვლობაში ფულადი გზავნილები 9%-ით შემცირდა და 38.98 მილიონი დოლარი შეადგინა.

ივლისში 14%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები თურქეთიდან და 8.66 მილიონ დოლარს გაუტოლდა. მთლიან ფულად გზავნილებში თურქეთის წილი 5.6%-ია. ამასთან, სებ-ის მონაცემებით, ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა , რაც გასული წლის მაჩვენებელს 1.6%-ით აღემატება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო