შვედეთში მამაკაცი ტერაქტის მომზადების  ბრალდებით დააკავეს

შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, ტერაქტის განხორციელებას გეგმავდა. ამის შესახებ პროკურატურა იუწყება.

უწყების ინფორმაციით, მამაკაცი ქალაქის ცენტრში, თავდაპირველად, მკვლელობის მზადებისთვის დააკავეს. მოგვიანებით კი, მისი საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა, რომლის მიხედვითაც, მას ბრალი ტერაქტის მომზადებაში დასდეს.

მამაკაცის ვინაობა და ასაკი არ სახელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ფეხით მოსიარულეთა ჯგუფზე შეჯახებას აპირებდა, მაგრამ გამწვანებას შეეჯახა. სამართალდამცველებმა მის ავტომანქანაში საეჭვო ნივთები აღმოაჩინეს. პოლიციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მედიასაშუალებები დაკავებულის რაჰმატ აკილოვთან სავარაუდო კავშირებს იკვლევს, რომელიც 2017 წელს სტოკჰოლმის ცენტრში ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა