მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პროექტს საფრთხე არ შეექმნება

პროექტს საფრთხე არ შეექმნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და აქციების 42%-ის მფლობელის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა. „კონტი ჯგუფი“ მიერ “ანაკლიის კონსორციუმის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რაც თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ დაადასტურეს.

მოგვიანებით საკითხს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამოეხმაურნენ, როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ განაცხადა, უწყებაში ამერიკული „კონტი ჯგუფის“ (Conti International LLC) მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების შესახებ დღეს, მედიასაშუალებებით შეიტყვეს.მისივე თქმით, ინვესტორს გააჩნია ვალდებულება ნებისმიერი აქციის გასხვისება შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან, რასაც ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, უფრო დეტალურად კი დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ ისაუბრებს.

დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენდირექტორმა, ლევან ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ კონტი ჯგუფის“ გასვლით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შეიძლება კონსორციუმი კრიტიკულად დააზიანოს. ახვლედიანის თქმით, საკითხზე საუბარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიდიოდა, საბოლოო გადაწყვეტილება დატოვებასთან დაკავშირებით „კონტი ჯგუფმა“ გასულ კვირას მიიღო, რის შესახებაც მან ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურად სწორედ დღეს აცნობა და ამათან შესაბამისი ვადების დაცვით, უწყებაში გენერალურ სამშენებლო კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება წარადგინა.

რაც შეეხება საკითხს, რა გახდა „კონტი ჯგუფის“ მიერ კონსორციუმის დატოვების მიზეზი, ან ვის მფლობელობაში გადავა ამერიკული ჯგუფის კუთვნილი აქციების 42%-იანი წილი, ამაზე ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 24 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა, რის შემდეგაც ბიზნესმენებმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო