„გალერია თბილისში“  მცირე ხანძარი, რომელიც, სავარაუდოდ, გამწოვს გაუჩნდა, ლიკვიდირებულია

"გალერია თბილისში“ მცირე ხანძარი, რასაც დაკვამლიანება მოჰყვა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა და ზარალიც, ფაქტობრივად, არ არის.

"დაახლოებით 23:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ "გალერია თბილისში" იყო ძლიერი დაკვამლიანება. დაახლოებით 4-5 წუთში ადგილზე 8 სახანძრო და სამშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. განხორციელდა ხალხის დროული ევაკუაცია. დაშავებული არავინ არ არის. სავარაუდოდ, ცეცხლი გამწოვს გაუჩნდა. ამ დროისთვის კი ხანძარი ლიკვიდირებულია. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალები რჩებიან. რაც შეეხება ზიანს, დაზიანებული, გარდა აღნიშნული გამწოვისა, არაფერი არ არის“, - განაცხადა კერესელიძემ.

როგორც "გალერია თბილისის" დირექტორმა ნიკა ცინცაძემ ჟურნალისტებს აცნობა, ობიექტი მუშაობას ხვალ ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა