გლდანის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განხორციელდება, რის გამოც, 16 აგვისტოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს 10:00 საათამდე გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ GWP-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება: კობერიძის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, გლდანულის დასახლებას; გლდანის „ა“ და I მიკრორაიონებს; გლდანის III მიკრორაიონის ნაწილს.

„ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

Gwp-მ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს,“ - ნათქვამია gwp-ის ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.“ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს