ტრამპის მოწოდების გამო ისრაელმა მუსლიმი კონგრესმენი ქალები ქვეყანაში არ შეუშვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ დემოკრატ კონგრესმენებს - რაშიდა თლაიბსა და ილჰან ომარს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელების უფლება არ მისცა.

„სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას მოუწოდა, თლაიბი და ომარი ისრაელში არ შეეშვა.

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „უდიდესი სისუსტის მაჩვენებელი იქნება, თუ ისრაელი ომარსა და თლაიბს ამ ვიზიტის ნებას დართავს...ისინი სამარცხვინოები არიან!“

პირველი მუსლიმი ქალი კონგრესმენები - რაშიდა თლაიბი და ილჰან ომარი ტრამპისა და პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკის მწვავე კრიტიკოსები არიან.

მათ მხარდაჭერა გამოხატეს პრო-პალესტინურ მოძრაობა Boycott, Divestment, Sanctions (BDS)-ის მიმართ, რომელიც დასავლეთ ბანაკსა და ღაზას სექტორში პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკას აპროტესტებს. კანონის თანახმად კი, BDS-ის მხარდამჭერს, შესაძლოა, ისრაელში შესვლაზე უარი ეთქვას.

„როიტერსი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონგრესმენების ვიზიტთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კონსულტაციები გამართა და მუსლიმანი კონგრესმენების ვიზიტს დაეთანხმა, თუმცა „ტრამპისგან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ“ ისრაელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო